სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საარჩევნო წელს, როგორც წესი, მაჟორიტარობის არჩევნები არ ტარდება, ამიტომ სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, მაგრამ სიაში აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს – სამეგრელოს, ზუგდიდს და ა.შ.“ – აღნიშნა მდინარაძემ.