მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას იგეგმება: „სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას, დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ“, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პროცესში მისი უწმინდესობის როლს.