მაშველები და მყვინთავები, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსაში, რამდენიმე საათია, 15 წლის მოზარდს ეძებენ,
ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
როგორც “გურიის მოამბეს” ადგილობრივებმა აცნობეს, მოზარდი თანატოლთან და მეზობელთან, გვერდითი სოფელ ჩოჩხათიდან, ერთად, მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია და მისი ნახვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.































































