სტიქია მძვინავრებს წალენჯიხაში. ყველაზე რთული ვითარება ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულშია.
არსებული ინფორმაციით, მდინარე ლაჩახვამ გაარღვია დამბა და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ასევე,შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა და დაიმეწყრა.
პრობლემურ ადგილებზე სამუშაოები ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკით განხორციელდა.
უცნობია, რა ზარალი მიადგა მოსახლეობას.
ავტორი