შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი-ყვარლის ტბის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, პატარა მდინარემ მილხიდს გამოაცალა საყრდენი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,_ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ადგილზე ხორციელდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია და წყლის დონის დასტაბილურებისთანავე მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს