უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ხრამმა ფიტარეთის მამათა მონასტერთან მისასვლელი ხიდი წყლით დაფარა. ხიდით სარგებლობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მოქალაქეებს, რომელთაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ფიტარეთის მონასტრის მოლოცვა ჰქონდათ დაგეგმილი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული მდგომარეობა და უსაფრთხოების მიზნით, ფიტარეთის მონასტრის მიმართულებით გადაადგილდებისგან თავი შეიკავოთ”, _ ნათქვამია მერიის განცხადებაში.