მაშველები მდინარე ჭოროხში დაკარგულ ადამიანს მეოთხე დღეა ეძებენ.
როგორც ცნობილია, ის 27 ივლისს თანხმლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს 25 მაშველი მდინარესა და ზღვაში ეძებს. ადგილზე მუშაობენ მყვინთავებიც.