ცოტა ხნის წინ ახალ ზელანდიაში, თუთიყუშმა კეამ შოტლანდიელი ტურისტს 700 ფუნტი სტერლინგი მოპარა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 52 წლის პიტერ ლიჩი გამოვიდა თავისი მანქანიდან, რათა სხვადასხვა სახეობის ფრინველები ფოტოაპარატზე აღებეჭდა. მას მანქანის ფანჯარა ღია დარჩა, და ფრინველმა, რომლის დაფიქსირებაც მოასწრო, შეფრინდა მანქანის სალონში, საიდანაც ის მოპარულ ფულთან ერთად გამოფრინდა.
ამის შესახებ პიტერ ლიჩს კანადელმა წყვილმა აცნობა, რომლებიც იქვე ახლოს სეირნობდნენ. აღმოჩნდა რომ თუთიყუშმა მას მთელი ფული მოპარა და ის იძულებული გახდა, მეგობრებს დაკავშირებოდა, რათა დახმარებოდნენ მას ფინანსურად. ამ ინციდენტის შემდეგ ლიჩი პოლიციაში გამოცხადდა.
მამაკაცი ყვებოდა, რომ პოლიციელი ჯერ სერიოზულად შეხვდა ამ ამბავს, ხოლო შემდეგ კი მან სთხოვა, რომ ნება დაერთო მისთვის, რომ გაეცინა ამ სიტუაციის გამო.
თუთიყუში – კეა ახალ ზელანდიაშია გავრცელებული. იგი დაახლოებით 45 სმ-ია და იწონის ერთ კგ-ს. მისი შეფერილობა მომწვანოა. ეს ფრინველი ძალიან უყვართ ტურისტებს. მათ არა აქვთ შიში ადამიანების მიმართ. ადგილობრივები კი ჩივიან იმის გამო რომ ხშირად მანქანებს კაწრავენ თავისი ნისკარტით და იშვიათ შემთხვევაში ცხვრებსაც კლავენ.