შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, იმ ავტომანქანის მძღოლი, რომელის სურამში, ტროტუარზე მიმავალ ჩოხატაურელ დედა-შვილს დაეჯახა, დააკავა.
უწყების ცნობით, იგი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ-ა.
შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს – 1979 წელს დაბადებულ შორენა მეგრელიშვილს და 2012 წელს დაბადებულ ნინო უნგიაძეს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევის დროს შორენა მეგრელიშვილს კიდევ სამი ქალიშვილი ახლდა, რომლებიც ამ ფაქტის თვითმხილველები არიან.
როგორც გვითხრეს, სწრაფად მომავალი ავტომობილის დანახვაზე გოგონებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა, მათ წინ მიმავალმა დედამ და პატარა დაიკომ ეს ვერ შეძლო და ავტომანქანა დამუხრუჭების გარეშე დაეჯახა.
შორენა მეგრელიშვილს და ნინო უნგიაძეს ხვალ დაკრძალავენ.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7-ნაწილით).