თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ერეკლე II-ის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “ბატონის წყალთან” ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო მძღოლს მანქანა მოუცურდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგნლები იმყოფებოდნენ.
წყარო: მთავარიტვ