თანხის შეგროვება დაიწყო მძღოლისთვის, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ აფთიაქში მანქანით შევარდა. ინიციატივა წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდს ეკუთვნის.
ორგანიზაციის დამფუძნებელი, სალომე ფაცაცია ამბობს, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა მან ავტომობილის მართვა.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია თიბისი ბანკის ანგარიშზე: #GE09TB7056245063600026; მიმღები: თორნიკე მაქაცარია
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთ-ერთ აფთიაქში მანქანა დღეს დილით შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, თუმცა დამუხრუჭება ვერ მოახერხა. ამასთან, მძღოლის თქმით, ის შეუძლოდ გახდა და ამიტომ უნდოდა აფთიაქში მედიკამენტის საყიდლად შესვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო: radioatinati.ge