გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
“როგორც ვიცით, ფუტკარი გადაჰყავდათ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი არა, უკან მჯდომი ადამიანი გარდაიცვალა”, – ამბობენ თვითმხილველები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.