“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში ავარია მოხდა.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
წყაროს თქმით, დაშავდა ხუთი პირი.
დაშავებულები ამ დროისთვის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.



































































