ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 მოზარდი, რომელთაგან ერთი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” კლინიკა მედალფას დირექტორს, დათო მდინარაძეს ესაუბრა.
“სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ოპერაციის დროს გარდაიცვალა. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – გვითხრა კმდინარაძემ.





































































