ამ წუთებში ხმაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხიდან, ჯერ 2 საკითხი არ იყო განხილული, როდესაც ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და ადგილობრივი ხელისუფლება თბილისში ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამშრომლების აქციაზე წაყვანის ძალდატანებაში დაადანაშაულა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ ხელი პირდაპირ დაადო კეთილმოწყობის უფროსს, ელგუჯა კალაძეს, რომელიც, თითქოსდა, თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით აშინებს.
ოპოზიციის ბრალდება კატეგორიულად უარყო ელგუჯა კალაძემ. მან ემზარ შუბლაძე თათბირზე მიიწვია და პირობა დადო, რომ თუ ერთი თანამშრომელი მაინც დაადასტურებს უფროსის მხრიდან დაშინების ფაქტს, თანამდებობას დატოვებს.