არასრულწლოვანი, რომელიც ბათუმში, სიმაღლიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ TV25.GE-ის კლინიკაში განუცხადეს.
“ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში” ამბობენ, რომ მოზარდს ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან, მალევე გარდაიცვალა.
შემთხვევა ბათუმში, გუშინ, პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. 15 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.