ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ღამით მტერმა ყველა არსებული იარაღით დაბომბა კუპიანის, ჩუგუივის, ბოგოდუჰივისა და იზიუმის რაიონების დასახლებები. მისივე ცნობით,
არიან დაღუპულები და დაჭრილები.
გარდა ამისა, სინეგუბოვის ცნობითვე ბოგოდუხივისა და კუპიანის რაიონებზე შეტევა 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით დაიწყო, რასაც ხანძარი მოჰყვა.
დაღუპულია 29 წლის, ხოლო დაჭრილია 39 წლის მამაკაცი.
გარდა ამისა, სოფელ იზიუმის რაიონში, ჰოროხოვატკაში სროლის შედეგად 48 წლის მამაკაცი დაიჭრა – “ოკუპანტებმა ხარკოვის რაიონის სოფელი კოტლიარი რაკეტით დაბომბეს” – განაცხადა სინეგუბოვმა.
ბოგოდუჰივის რაიონის სოფელ ივაშკაში დაბომბვის შედეგად დაზიანდა ინკუბატორი, ხოლო კუპიანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაბომბვის გამო, ტყის ხანძარი გაჩნდა.
წყარო: მთავარიტვ