12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა თამარ ბახტაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა ცხელება და ქრონიკული დაავადება. ის მალევე გადაიყვანეს თბილისში. ბახტაძის თქმით, ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.
„ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. გუშინ ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა 12 წლის გოგო მძიმე მდგომარეობაში. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალეზის ჩატარება ესაჭიროებოდა. დარღვეული იყო კლინიკურ ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ ტრანსპორტირების გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან გარდაიცვალა“, – განაცხადა თამარ ბახტაძემ.
მისი თქმით, მოზარდს, კლინიკაში შემოსვლისას სხვადასხვა სისტემის უკმარიაობა ჰქონდა, თუმცა წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავდება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა.
„დიალეზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება, ბავშვს მძიმე ფონური დაავადება ჰქონდა.შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს”,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამორიცხავენ 12 წლის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირებას. აცხადებენ რომ ბავშვს კლინიკაში გადაყვანამდე ტემპერატურა არ აღენიშნება, ჰქონდა მომატებული აზოტი. ასევე აცხადებენ რომ რეანომობილს არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. მოზარდს ესაჭიროებოდა ჟანგბადი და მიწოდება დროულად არ მოხდა.
წყარო:იმედინიუსი