სურათი „ხარება და გოგიას“ გადაღება თავიდანვე კურიოზით დაიწყო.
გიორგი შენგელაია ომარ ფხაკაძესთან მივიდა და უთხრა, ლევან თედიაშვილთან ჭიდაობა მოგიწევს, გოგიას როლზე უკვე დავამტკიცე და შენ გთვლის ნამდვილ პარტნიორადო.
ომარმა უპასუხა, ხომ დეკემბერია, შენი გულისთვის, თუ გინდა, მტკვარში ჩავდგები ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ოღონდ რაც არ შემიძლია, იმას ნუ მაიძულებთო.
იგივე უთხრა თედიაშვილსაც – ომარს შენს გარდა არავინ უნდა გოგიას როლში, ნამდვილ ფალავანთან თუ იკადრებ ჭიდაობასო? ვერც ერთი „შეახვია“ ადვილად გიორგი შენგელაიამ.
გამოსავალი მაინც ნახა. პატიაშვილის დავალებით ენუქიძემ სთხოვა მომავალ „ხარებასა და გოგიას“, ბიჭებო, ოღონდ დათანხმდით ახლა გიორგის და ჩვენი მხრიდან, სულ მწვანეზე ივლითო. მოიდრიკნენ ლომები და ფილმის გადაღება დაიწყო.
ავტორი