საქართველოში ამ ეტაპზე 266 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 72 იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266, მათ შორის, თბილისში – 111, აჭარაში – 23, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში- 3, იმერეთში – 9.
111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 – თბილისში, 12 – აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 17.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 513 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 273 650 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 111, გარდაიცვალა 3 613 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22127, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14103, PCR ტესტით – 8024.