პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უწოდა “მძიმე ტრაგედია”, რომელიც “მთელ ამერიკელებს მთელ ქვეყანაში საშინელებით, სიბრაზითა და მწუხარებით ავსებს”.
ტრამპმა გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს უბრძანა, დაჩქარდეს ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სამოქალაქო უფლებების გამოძიება.
ტრამპის თქმით, სახელმწიფო და ფედერალური ორგანოები ასევე ახორციელებენ გამოძიებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრალდების წაყენება დანარჩენი სამი ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც ფლოიდის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ.
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში, რამდენიმე დღის წინ, დაკავებისას დაიღუპა.
როგორც ცნობილია, პოლიცია სასურსათო მაღაზიამ იმ მოტივით გამოიძახა, რომ ფლოიდმა გადახდისას ყალბი ფული გამოიყენა.
მოგვიანებით გავრცელდა ქუჩაში გამვლელის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლს აჭერდა.
ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში და პოლიციის ტრანსპორტსა და შენობებზე თავდასხმაში გადაიზარდა.
ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების 25 შტატის 16 ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს, მობილიზებულია ერვნული გვარდია.































































