აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზთან კარანტინი გამოაცხადეს და “ღორის გრიპის” გავრცელების მოტივით ჩაკეტეს, რის გამოც, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების პროდუქტები, დიდთოვლობის გამო, ვერც რუსეთიდან შედის და ვერც დანარჩენი საქართველოდან, მაღაზიებში პროდქტების მარაგი ამოიწურა, რასაც პანიკა მოჰყვა. მძიმეა ავადმყოფების მდგომარეობაც, რომლებსაც სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ.
ენგურის ხიდზე ოკუპირებულ აფხაზეთში გადასასვლელად ხალხი ყოველ დღე მიდის. გადასვლა მხოლოდ ქრთამის გადახდითაა შესაძლებელი – საოკუპაციო რეჟიმის ჯარისკაცს ხალხი დაახლოებით 300 ლარს უხდის.
ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმებს არაჰუმანურობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არ მიიყვანოს.