ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გძინავთ – რამდენიმე წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე დასაძინებლად გაეშურებით:
ის, რომ პროტეინის კოქტეილს შეუძლია კუნთების აღდგენა და ვარჯიშის შემდეგ სხეულს რეაბილიტაციაში ეხმარება, ალბათ, აქამდე გსმენიათ. დიეტოლოგმა და ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარმა კი გაარკვია, რომ ცოტაოდენი ეს სასმელი ღამით გახდომაში დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ კოქტეილი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
უნდა დაიძინოთ გრილ ოთახში – საკმარისია 18 გრადუსი. საქმე იმაშია, რომ გასათბობად ადამიანის ორგანიზმი მეტ ენერგიასა და შესაბამისად ცხიმებს წვავს. ამიტომ, რაც უფრო ცივ ოთახში დაიძინებთ, მით მეტ ცხიმებს მოიშორებთ. თუმცა ფანატიზმის გარეშე, რადგან ასე მარტივად გაცივდებით.
როცა დასაძინებლად დაწვებით, ტელეფონი მოშორებით დადეთ ან ეკრანით ქვევით ჩააბრუნეთ. რადგან ყოველი განათების დროს, მაშინაც კი, როცა თქვენ გძინავთ, ტვინი რეაგირებს და ეს ძილს გიფრთხობთ.
წონაში რომ არ მოიმატოთ და თავი ენერგიულად იგრძნოთ, აუცილებელია დღეში 8 საათი გეძინოთ. როგორც კი ამ მარტივ ჭეშმარიტებას უგულებელყოფთ, მაშინვე მოგინდებათ ტკბილი, მარილიანი, ყოველგვარი სასუსნავები და სასმელები. ამიტომ, თუ იმაზე ნერვიულობთ, რომ დღეს ვარჯიში ვერ შეასრულეთ და ამის გაკეთებას შუაღამისას ცდილობთ, უმჯობესია დასაძინებლად გაეშუროთ.




































































