მე-10 კლასის რუსთაველმა მოსწავლემ ევროკავშირისგან ინგლისურენოვან სკოლაში სწავლის სრული კურსის დაფინანსება მოიპოვა.
ამისთვის, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში (ინგლისურ ენაზე) ურთულესი გამოცდები ჩააბარა და ორეტაპიანი გასაუბრებაც წარმატებით გაიარა.
ნიკოლოზ კოწიწაშვილს ინგლისურენოვან სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხვისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება.
წყარო: 1 tv.ge