თბილისის მერი კახი კალაძე კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. მისი განცხადებით, 2012 წლამდეც და მის შემდეგაც, ყველა კვლევა რეალობას აცდენილი იყო.
“მე არ მჭირდება არავის კვლევები, ყველაზე უკეთ ვიცი “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება,” – აღნიშნა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “IRI”-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს “ქართულ ოცნებას” 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 15%.
ამ კვლევაში მესამე ადგილს „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ 5%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი – 4 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 %; ახალი საქართველოსთვის“ – 2 %; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ 2 % აქვს; მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ – 2 %; გირჩი – 1 %, „შენების მოძრაობა“-1%.
კითხვაზე პასუხი არ აქვს 60%-ს , არ იცის 32 %-მა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.