“მე არ ვიყავი პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა” _ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა პატრიაქთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა:
“მის უწმინდესობასთან ვისაუბრე და ვუთხარი რომ მოეცა ლოცვა-კურთხევა წავსულიყავი ამ თანამდებობიდან, მან მომცა ამის ნებართვა. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი გასახსენებელი, მე არ ვიყავი პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა” _ განაცხადა ოხანაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში..
ოხანაშვილმა 2008 წელს ილია მეორის ხინვალში ჩასვლის დეტალებიც გაიხსენა:
“გენერალი ბორისოვი დაჟინებით მოითხოვდა არ ჩავსულიყავით _ჩვენ მივხედავთ, არ არის საჭირო ჩამოსვლაო, მაგრამ პატრიარქი მაინც ჩავიდა. როცა ჩავედი და ვნახე სიტუაცია, მე ვუთხარი პატრიარქს, რომ არ უნდა გადმოსულიყო მანქანიდან, მაგრამ პატრიარქი გადმოვიდა და მითხრა _ ჩემი ანაფორა დაუფინეთ არ შესცივდეთო,“ – აღნიშნა ოხანაშვილმა.