ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” პრემიერა შედგა.
ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” მიხედვით, ექსპერიმენტული და ახლებური ხედვით დადგმული სპექტაკლი, მაყურებელს რეჟისორმა ელენე მაცხონიშვილმა შესთავაზა. სპექტაკლში ერთმანეთთან სინთეზურად არის შერწყმული ელექტრონული და კლასიკური მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები. საგანგებოდ სპექტაკლისთვის, ვახტანგ ქორიძის მიერ შეიქმნა ფაქიზოსა და მურადას თოჯინები. ექსპერიმენტული წარმოდგენა ეძღვნება ომს, ომში მყოფ ადამიანებს, მათ ურთიერთობას ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან.
საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.