აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები უკვე 6 ღამეა კანცელარიასთან აქციას მართავენ.
ისინი ქვეყანაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, ასევე პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პრეპარატი ევროკავშირის ქვეყნებში დამტკიცებული არაა.