პარლამენტის შენობასთან, სადაც რამდენიმე საათის წინ დააკავეს ზაზა სარალიძე, მისი დედა მივიდა. როგორც მარინა ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზაზას ყოველთვის მხარს უმაგრებდა ოჯახი და ახლაც ასე აპირებს გაგრძელებას.
“მე აქ მოვედი. ზაზა მარტო არ არის. მე გავაგრძელებ ყველაფერს, რისთვისაც იბრძოდა ზაზა.”
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს, რამაც სარალიძე გააღიზიანა და სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ზაზა სარალიძე დააკავეს.
სარალიძის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა შსს-მ.