შალვა პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონი პრეზიდენტს გუშინვე გადაეგზავნა, თუმცა იმის გამო, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს, პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იქნება:
“კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს”– თქვა პაპუაშვილმა.
კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.