https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს, რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას” _ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი როსტომ ცხვედიანს

16:38; 16.05.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეკატერინა ხვედელიძე–ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

„მოგესალმებით, ბ–ნო როსტომ,

შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ.

სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.

უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას!

მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!

თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი!

თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები!

ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ!

ამდენი ტკივილის და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს!

ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა!

სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ – გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.

ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი.

დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!

მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!

დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!

ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობის და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არა მარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის!

ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკით და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ!

კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულით და პატივისცემით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლექტორმა როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს “ფორმულას” ეთერში მიმართა.

„მჯერა, შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის… თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე… მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“, _ განაცხადა როსტომ ცხვედიანმა.

ინტერპრესნიუსი

გაზიარება25Tweet16Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა”

17:29; 8 იანვარი, 2026

ვალუტის გაცვლის ახალი კურსი

გურულ მხატვართა ნამუშევრების რეგიონული გამოფენა ოზურგეთში: „უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდებს“

ყველა სიახლე

სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10.01.2026
საზოგადოება

რას უნდა მიექცეს ყურადღება სასაწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით – ეპიდემიოლოგის რჩევები

19:41; 10.01.2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10.01.2026
მსოფლიო

„მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

18:45; 10.01.2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10.01.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

18:21; 10.01.2026
სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:43; 10.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10.01.2026
საზოგადოება

საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში

14:47; 10.01.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10.01.2026
საზოგადოება

“ოქროს ბირჟის” დირექტორი: მაღაზიები მუშაობს, სართულზე სადაც ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

12:40; 10.01.2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12:22; 10.01.2026
საზოგადოება

თოვა და შეზღუდული ხილვადობა- სად შეიზღუდა მოძრაობა

12:09; 10.01.2026
Close up view of hand grenade on wooden background
ზაფრანი

„ორიგინალური“ საახალწლო სიურპრიზი

11:58; 10.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო