მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, გერმანულ გამოცემა Die Zeit ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. “ეს ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი,” – განაცხადა მან.
“მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ. რუსეთში ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკოსებს, ეკონომიკურ მაგნატებს. მათ იმედი აქვთ, რომ ყველას იყიდიან ან დააშინებენ, აი, ჩემს შესახებ კი ზუსტად იციან – არ გამოუვათ. ამიტომაც არის მუქარა. ყველაფერი მარტივადაა – კრემლში არ ეგონათ, რომ ყველა უკრაინელი დაიცავდა ქვეყანას.
პუტინის ხალხი არ იცნობს უკრაინას. უკრაინა ისეთია, როდესაც შენთან უკრაინაა, შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ეს არის წესი, რომელიც დასავლეთშიც ბევრმა უნდა ისწავლოს. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს დასასრულს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც მას გამოიყენებს, არამედ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ძვირფასი იყოს. რუსეთის დასჯა უკრაინაში შეჭრისთვის და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება – ეს ნამდვილად იქნება საერთშორისო სამართლის ძალის აღდგენა. დასავლეთს ეს შეუძლია.
თუ სანქციებზე ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ უნდა შეაჩერონ ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი. რუსული გემებისთვის მსოფლიოს ნავსადგურები უნდა დაიხუროს. ტვირთის გადამზიდავებმა უნდა შეწყვიტონ საქონლის გაგზავნა და მიღება რუსეთში ან რუსეთიდან. ყველა რუსული ბანკი უნდა გამოირიცხოს SWIFT სისტემიდან, გამონაკლისის გარდა. ეს არის კონკრეტული რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს. თუ ეს ახლა არ მოხდა, მაშინ მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების შეჭრისგან დასაცავად,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.