“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _ უთხრა ქართული ოცნების დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ TV პირველის ჟურნალისტს დასმული კითხვის საპასუხოდ, ებრძვიან თუ არა მას “ქართული ოცნების” მთავრობის ახალი წევრები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, რესტორანში მომხდარი დაიპირისპირების დროს სუფრასთან ვასილ ჩიგოგიძეც იმყოფებოდა, მაგრამ მან რესტორანი კონფლიქტამდე დატოვა.
28 იანვარს შსს-მ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავა. შარაშიძეს სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა შემდეგ გირაო პატიმრობით შეეცვალა.
შარაშიძის თანმხლები 2 პირი პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა და მათ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და მოქმედი მერის მოადგილის, ბიძინა ცინცაძის მამა გია ცინცაძე დააკავეს.

































































