2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი, როგორც რეჟიმის მთავარი წარმომადგენელი, უნდა დაისაჯოს იმ მძიმე დანაშაულებისთვის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდს უკავშირდება.
„ქალბატონ გიულის რა უფლება აქვს, როცა საუბრობს?! მაგალითად, კობა დავითაშვილს მშობლები არ ჰყავდა რომ კლავდნენ? ცინდელიანს დედ-მამა არ ჰყავდა, საერთოდ საფლავი რომ არ აქვს ადამიანს?! ჩვენ არ მოგვიკლეს თვალწინ შვილები?! ჩამოდით მშობლები და დავანახოთ, რამდენი ვართ. იმაზე ათჯერ მეტნი ვართ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე მიდის ხალხი. მე უნდა ვნახო სააკაშვილი და გამოვიტან ნაღდ ამბავს იქიდან, ჭამს, არ ჭამს, სვამს, თუ რა დღეშია. ზუსტად ვიცი, რომ 31 დღე ადამიანი რომ შიმშილობს, ფანჯარაზე ვერ ავა და ხელს ვერავის დაუქნევს. პირველი ვიქნები, რომელიც არ მოვაწერ ხელს მიშას სიკვდილზე. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის“, – განაცხადა რობაქიძემ.