“ჩაინიშნება [ახალი არჩევნები] თავისთავად, თუ დაიშლება ეს მმართველი პარტია, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი. თუ თვითონ არ მოვა გონზე და არ დანიშნავს ახლა არჩევნებს. ორი აზრი არ არის, რომ ეს არჩევნები დაინიშნება. მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა.”
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.