გამოცემა NewsWeek საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
“ახლა ჩემი ყველაზე დიდი ამბიცია აღარ არის ახალი ქალაქების აშენება, ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმა ან არჩევნების მოგება. ჩემი მიზანი ახლა ცოცხალი დარჩენაა.
იმიტომ, რომ სანამ გადავრჩები, თუნდაც ამ პირობებში, იმედისა და გამძლეობის გზავნილს ვუგზავნი მათ, ვინც იბრძვის ამ კედლების მიღმა, შეინარჩუნონ დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აქ, უკრაინაში და ყველგან.
ტელევიზიით ვხედავ საოცარ პრეზიდენტ ზელენსკის. მე ვხედავ კიევის მაცხოვრებლებს, ვხედავ უკრაინელ ლიდერებს, რომლებმაც გადაარჩინეს თავიანთი ქვეყანა და მიიყვანენ მას გამარჯვებამდე.
მე ვიცი, რომ ციხეში რომ არ ვიყო, იქ ვიქნებოდი, იმ ტელესტუდიებში, იმ შეხვედრების ოთახებში, გეოპოლიტიკის ფრონტზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების სადარაჯოზე. ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია”, _ ნათქვამია სტატიაში.