„მე ვიქნები საქართველოს ელჩი ყველგან. სხეულით მიმაქვს საქართველო, მაგრამ მეტწილად გულში მაქვს“, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ეროვნებით ფრანგი იზაბელ ლემაღუა ლანჩხუთსა და საქართველოს.
იზაბელი ორი წლის მანძილზე ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით ინგლისური ენის მასწავლებლად იყო მოვლენილი. იზაბელმა ქართველებისადმი პატივისცემის ნიშნად ხელზე ქართულწარწერიანი ტატუც გაიკეთა.