„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის _ ადვოკატის ეთიკაც, არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი, მათ შორის მე ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც როგორც ადვოკატი. არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა ან ის მაღალი პოლიტიკური კულტურა, ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პროცესს რამეს შემატებს. არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც როდესაც ეს პოზიცია მქონდა, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved