ნინო წილოსანი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვიდა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური მიღწევები _ დეპუტატი თავის გამოსვლაში 2017 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროცესებს შეეხო.
დეპუტატმა გასული კვირის ორ უმსხვილეს ეკონომიკურ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. ესენია გურიაში „წყალი მარგებელის“ ახალი ქარხნის გახსნა და ასევე შუახევიჰესის პრეზენტაცია. ნინო წილოსანმა მათ მასშტაბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკისთვის. დეპუტატმა, ასევე, განაცხადა, რომ წარმატებული ბიზნესის გარანტი ქვეყანაში მიმდინარე სწორი პროცესებია.
„ეს, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორის დამსახურებაა, თუმცა, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ არა ქვეყანაში მიმდინარე სწორი პროცესები, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ინვესტიციებისთვის უსაფრთხო პირობები, აღნიშნული პროექტები ნამდვილად ვერ გახორციელდებოდა“ -აღნიშნა დეპუტატმა.
ნინო წილოსანი თავის გამოსვლაში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდასაც შეეხო და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. ექსპორტის ზრდა, ტურისტული ნაკადების მომრავლება, ზრდა ბიზნეს სექტორში და სხვა მიღწევები- ეს ის საკითხებია, რომლებზეც დეპუტატმა ისაუბრა.
„მე ვიცი, როგორ საქართველოში მინდა ვცხოვრობდე და არც იმის ილუზია მაქვს, რომ თუნდაც ერთი დიდი ქარხნის მშენებლობით რეგიონის პრობლემები მოგვარდება. ვიცი, რომ არაერთი ფაბრიკა, ქარხანა უნდა გაიხსნას, თუ გინდ, ჩემს რეგიონში, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს სარგებელი. (R)