“ქართული ოცნება” საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელიც მათივე მტკიცებით, საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. აღნიშულ კანონპროექტს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც მან განაცხადა, პროპაგანდისტული კანონპროექტი საჭიროა, საზოგადოებისა და ღირებულებების დასაცავად.
“ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. თქვენ გადახედეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, ბაღებში სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები ბავშვებს აჩვენებენ და ეუბნებიან პირდაპირ, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ შეიცვალოთ, ეს პროპაგანდა მოედო მსოფლიოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა: _ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ მე გავახმოვანე ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რომელთაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა.