მეჩეთის დემონტაჟისას მომხდარი დაპირსპირების დროს 4 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში მოხდა.
ოლქის მაგისტრატმა ვანდანა სინგმა თქვა, რომ მეჩეთი და მედრესე დაანგრიეს, რადგან ისინი უკანონოდ იყო აშენებული სამთავრობო მიწაზე და არ იყო რეგისტრირებული რელიგიურ სტრუქტურებად, მაგრამ მუსლიმები, რომლებიც მეჩეთში ლოცულობდნენ, ამბობენ, რომ ისინი უსამართლოდ გახდნენ სამიზნე და ხელისუფლებამ მეჩეთი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დაანგრია.