მარიამ ჩხაიძე, მარიამ სიამაშვილი, ლიზი ჩანჩიბაძე, ცისია სარიშვილი, მიხეილ მესხიშვილი და თორნიკე ბოლქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
მათმა 12-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო _ ისინი სკოლის ოქროსმედალოსნები არიან.
მარიამი, მარიამი, ლიზი, ცისია, მიხეილ მესხიშვილი და თორნიკე ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ.
“მაღალი ქულებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, ველოდებით კვლავაც საუკეთესო შედეგებს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი მზია შევარდნაძე.