მედდამ 1 500 სკოლის ასაკის ბავშვს ცრუ იმუნიზაციის ჩანაწერები შეუქმნა, რის გამოც 300 000 დოლარით დააჯარიმეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიუ-იორკის შტატში მოხდა.
ჯანეტ ბრინი, ლიცენზირებული მედდა, აწვდიდა ბავშვებს ჰომეოპათიური პერორალური მარცვლებს საჭირო ვაქცინაციის ნაცვლად, შემდეგ კი გააყალბა მათი იმუნიზაციის ჩანაწერები, _ ნათქვამია ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, გრანულები, რომლებიც ვაქცინაციის ალტერნატივად არის წოდებული, არც აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ და არც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ან ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ არ არის ავტორიზებული.
“ყველა ბავშვს თავიდან უნდა ჩაუტარდეს ვაქცინა ან მიეთითოს, რომ მათ გამოტოვეს აღნიშნული ვაქცინა”, – ნათქვამია განცხადებაში.