https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მედესანტე კიკაბიძის „ხუმრობა“

8:02; 17.02.2018
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად, ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი პოდპოლკოვნიკი ომარ ნემსაძე იქნება.

„პროფესიით სამხედრო კონსტრუქტორი ვარ და ორმოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო ლაბორატორიაში ვიმუშავე. ჩვენ სხვადასხვა იარაღსა და დამცავ საშუალებას ვცდიდით, რომლებსაც შემდგომ შეიარაღებაში ვნერგავდით.

ერთხელ თერთმეტკილოგრამიანი ჯავშანჟილეტის სიმყარეს ვცდიდით და ოცი მეტრის მანძილიდან „აკაესის“ სისტემის ავტომატიდან ვცხრილავდით. ჩემთან ერთად კიდევ ორნი იყვნენ – ვანია ლოსევი და იური სერგეევი. გამოცდა ორნაირად ტარდებოდა. ჯერ კედელზე მიყუდებულ ჯავშანჟილეტს ვესროდით და გამოცდას თუ გაუძლებდა, შემდეგ მას ერთ-ერთი ჩვენგანი იცვამდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელი დამატებით კორსეტს იცვამდა, რათა ტყვიებს ნეკნები არ დაემტვრია, გამოცდის პროცესი მაინც ძლიერ მტკივნეული და არასასიამოვნო იყო.

თერთმეტკილოგრამიანი ჟილეტის გამოცდამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და უკვე ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ჩაეცვა განმეორებითი სროლებისთვის. მე უარი ვთქვი და ეს მისია სერგეევს ერგო. ამიტომ, ის ტირიდან გასახდელში გავიდა.

– ნახე, როგორ შევაშინო, – მითხრა ლოსევმა, როდესაც სერგეევი გავიდა, – დავახლი და დავახლი, როგორც კი შემოვა და ვაკოტრიალებ.

– თუ ძმა ხარ, რამე არ მოხდეს, – ვუთხარი ლოსევს, რადგან მისი განზრახვა არ მომეწონა.

– რა უნდა მოხდეს, არ ვიცი?! – იწყინა ლოსევმა, – განა დაგავიწყდა, როგორ ვისვრი?

ლოსევი მართლაც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ჯავშანჟილეტს 100 მეტრიდანაც არ ააცდენდა ავტომატის ტყვიას.

სერგეევი ძალიან მალე დაბრუნდა და ჩვენ რომ დაგვინახა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლოსევმა მას ავტომატი დაუმიზნა ჯავშანჟილეტში და სასხლეტს გამოჰკრა თითი. თუმცა, მჭიდი ცარიელი აღმოჩნდა და არ გავარდა. ლოსევმა ავტომატი დააგდო, პისტოლეტი ამოაცურა და სერგეევის მიმართულებით გაისროლა… მე თვალნათლივ დავინახე, როგორ გამოასხა სერგეევის მკერდიდან სისხლმა და ის ძირს დაეცა.

მე დაჭრილს მივვარდი და ამ დროს იური სერგეევიც შემოვიდა, ხოლო მკერდში დაჭრილი კი უჯავშანჟილეტო, იურის ტყუპისცალი, ვიქტორი იყო, რომელიც ტირში მუშაობდა და ძმის სანახავად იყო შემოსული.

მადლობა ღმერთს, რომ ვიქტორი გადარჩა და არც ავტომატში აღმოჩნდა ტყვიები, რადგან „აკაესიდან“ დაცხრილულ ადამიანს არაფერი გადაარჩენდა“.

ბატონი ომარი კიდევ ერთ შემთხვევას მოგვიყვება.

„როდესაც სამეცნიერო ლაბორატორიაში მივედი სამუშაოდ, 20 წლის ვიყავი, ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და საბრძოლო შეიარაღებებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ულაპარაკოდ მიმიღეს და ჩემი სამსახურებრივი ნათლობაც პირველივე დღეს მოხდა.

სამუშაოდ საცდელ საამქროში გამამწესეს. ახალ თანამშრომლებთან პირადად დირექტორმა წარმადგინა, შემდეგ დამტოვა და წავიდა. ოთახში, სადაც მე ვმუშაობდი, რვა თანამშრომელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი მაგიდა და სკამი გვქონდა, დიდ სეიფში კი საბრძოლო იარაღის ნიმუშები ინახებოდა.

შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ის ხან მოხსნიდა რგოლს, ხან უკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. დავაპირე მეთქვა, რომ შეენახა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, როდესაც მან კვლავ მოხსნა რგოლი და ხელიდან გაუვარდა და რგოლი მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან კი დამცავმოხსნილი, დეტონატორიანი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეიხედა, რგოლის მოსაძებნად. მე გავშრი, რადგან 3-4 წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა და იქ მყოფებს დაგვხოცავდა. ფეხზე წამოვხტი და სანამ ღია ფანჯარაში ვისკუპებდი, ვიყვირე: „ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი“, – შემდეგ ფანჯარაში გავფრინდი და თან, მივაყურადე აფეთქების ხმას. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა და ფანჯრისკენ რომ ავწიე თავი, იქიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა. დეტონატორს თურმე ნემსა ჰქონია მოხსნილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე „ნათლავდნენ“ ახლებს…“

პოლკოვნიკი გენო ლაღიძე თავის დროზე ავღანეთში იბრძოდა და რასაკვირველია, გასახსენებელიც ბევრი გააჩნია.

„1980 წელია. ავღანეთში ვართ და მე და ჩემი მედესანტე მეგობრები წითელი არმიის დღეს აღვნიშნავთ სასადილოში. ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. ჩვენი მეთაური, პოდპოლკოვნიკი რაევსკი, თვალის მოსატყუებლად წავიდა ყაზარმაში და დაგვიბარა: სუფრას რომ გაშლით, გამაღვიძეთ და მოვალო. სასადილოში ერთი ბაქოელი მზარეული იყო, ვაჰიდ ბაბაევი, რომელსაც ვუთხარით, ყაზარმაში წასულიყო და რაევსკი გაშლილ სუფრასთან მოეწვია. ვაჰიდა წასასვლელად გაემზადა, რომ გივი კიკაბიძემ უთხრა:

– ვაჰიდ, თუ არ გაიღვიძოს და ხვრინავდეს, პირში წყალი ჩაასხი და ისე გააღვიძე, ნუ გეშინია, არაფერს გეტყვისო.

გივი კიკაბიძე თბილისელი, შაყირისტი ტიპი იყო და რუსებს ატყუებდა, ბუბას ძმა ვარო, ხოლო, რადგან რუსებს ბუბა ძალიან უყვარდათ, მისი ხათრით ბევრ რამეს უკეთებდნენ. ის კი ზოგჯერ ისეთ „შტუკებს“ უწყობდა, ბუბას „ძმა“ რომ არ ყოფილიყო, ნაღდად „გაადისბატებდნენ“.

ბაბაევი სულ რაღაც ორიოდე წუთის გასული იყო, როდესაც ყაზარმიდან არაადამიანური ყმუილი შემოგვესმა. უცებ, სასადილოში გაფითრებული ბაბაევი შემოვარდა, რომელსაც ავტომატმომარჯვებული, შიშველი პოდპოლკოვნიკი რაევსკი მოსდევდა. ბოლოს, რაევსკის ავტომატი გაუვარდა, ყელზე იტაცა ხელები და უგონოდ დაეცა.

– რაშია საქმე? – ვკითხე ბაბაევს.

– უფროსს ეძინა და ხვრინავდა. რომ ვერ გავაღვიძე, როგორც მასწავლეთ, ისე მოვიქეცი. მისი მათარა ავიღე და პირში ჩავასხი წყალი. ის კი წამოხტა, ავტომატი მოიმარჯვა და გამომეკიდაო, – თქვა შეშინებულმა ვაჰიდმა…

საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმული მათარები გვქონდა და როგორი ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგნით, ისეთივე ტემპერატურას ინარჩუნებდა. რაევსკის მათარაში კი მდუღარე ესხა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როდესაც მძინარეს ჩაასხამდნენ პირში…

რაევსკიმ სამი თვე იმკურნალა. ბაბაევს არაფერი უთხრეს, რადგან კიკაბიძემ ყველაფერი აღიარა. თვითონ კიკაბიძე კი მკაცრი სასჯელისგან ბუბას „ძმობამ“ იხსნა…

დღევანდელი „სამხედრო მოგონებების“ დასასრულს სიტყვას პოლკოვნიკ ტიტე კორძაიას გადავცემ, რომელიც ერთ უჩვეულო „ისტორიას“ მოგვიყვება.

„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. გაგანია ცივი ომის პერიოდია და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე აშკარაა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბერლინის მახლობლად, საიდუმლო სამხედრო აეროდრომზე ვმსახურობ. საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, იმ ზონაში, სადაც მე ვიყავი, არანაირი სამხედრო საფრენი აპარატის ყოლა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი იქ გამანადგურებელთა ესკადრილია და შვეულმფრენთა პოლკი გვყავდა. მეც სწორედ ასეთ შვეულმფრენ „მი-8-ზე“ ვიყავი მიმაგრებული. ის მძლავრი რეაქტიული რაკეტებით იყო აღჭურვილი და იმ დროისთვის მრისხანე ძალად ითვლებოდა.

ჩვენი აეროდრომის ტერიტორია სამმაგი საკონტროლო ზოლით იყო გარშემორტყმული. იქ შესვლა, ასევე, იქიდან გასვლაც უმკაცრესად კონტროლდებოდა სპეცგანყოფილების მიერ. საიდუმლო ბაზის ტერიტორიაზე წყალიც მკაცრად ისინჯებოდა და ალკოჰოლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახერხებდით ბაზის ტერიტორიაზე არყის შეტანას და იატაკქვეშ ქეიფებსაც კი ვმართავდით დროდადრო.

14 თებერვალია, ვალენტინობა, იმ დღეს მთელი კომუნისტური და არაკომუნისტური გერმანია „გულაობდა“. სექსი პირდაპირ ქუჩაში „მიდიოდა“. მე და ჩვენი ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი – ლოვა სერგეევი და ალიოშა ონიანი მალულად ვქეიფობდით ბარაკში. ორი ბოთლი არაყი რომ დავლიეთ, ალიოშამ კიდევ ორი ბოთლი „გაშანსა“ და ისიც რომ გამოგველია, მე და ონიანს დალევის საღერღელი სწორედ მაშინ აგვეშალა.

– წავალ, სასმელს მოვიტან და მალე მოვალ, – თქვა ალიოშამ, წამოდგა და გავიდა.

ვიფიქრე, ალბათ, კიდევ სადმე აქვს გადამალული არაყი-მეთქი და ალიოშას მოლოდინში რადიომიმღები ჩავრთე. მუსიკამ მომთენთა და ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ალიოშას ხმამ, ქალების კისკისმა და ლოვა სერგეევის გინებამ გამაღვიძა.

თვალი გავახილე და რას ვხედავ – ალიოშა ონიანს ორი უზარმაზარი პაკეტი უჭირავს ხელში და იქიდან ალაგებს შოტლანდიურ ვისკებს და ნაირ-ნაირ მშრალ საჭმელს. მის გვერდით კი ტანწერწეტა, ქერათმიანი გერმანელი გოგონები კისკისებენ, რომლებსაც ეტყობათ, რომ საკმაოდ შექეიფიანებულები არიან.

– რა ხდება, ალიოშა, აქ? – ვკითხე ონიანს და თვალები მოვიფშვნიტე.

– მუსიკას აუწიე და „შევუბეროთ“! – მიპასუხა ალიოშამ და თავად აუწია რადიომიმღების ხმას. შემდეგ ჭიქებში ვისკი ჩამოასხა და ასწია.

– აი, ჩემო ძმაო, ღვინო, დუდუკი და მშვენიერი ქალები. ამათ რომ ვუყურებ, თავი ქუთაისში მგონია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალიოშა ონიანმა ეს „სავალენტინო ნობათი“ დასავლეთ ბერლინიდან ჩამოიტანა. მან თავისი ვერტმფრენით საზღვარი გადაკვეთა და სიყვარულით გაბრუებული კაპიტალისტური ბერლინიდან სასმელ-საჭმელი და ლამაზმანი გერმანელი პოლიტხელი ქალები ჩამოიყვანა.

ქალები შემდეგ სახმელეთო გზით დააბრუნეს უკან ჩვენმა „ასობისტებმა“ და მიუხედავად იმისა, რომ მკაცრ სასჯელს ველოდით ხელმძღვანელობისგან, ჩვენთვის ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

ხრუშჩოვი, მჟავანაძე და შევარდნაძე _ პოლიტიკოსები ისტორიიდან

„ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონ!“

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026
მსოფლიო

სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

14:29; 19.01.2026
საზოგადოება

იტალიურ ეზოში სახლის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა

14:06; 19.01.2026
საზოგადოება

„110 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული“ – რა ვითარებაა გზებზე დედაქალაქის მასშტაბით

12:43; 19.01.2026
მსოფლიო

ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

12:38; 19.01.2026
საზოგადოება

“გურიის ვარძია” _ ადგილი, სადაც ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა

12:26; 19.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

12:09; 19.01.2026
საზოგადოება

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

11:43; 19.01.2026
სამართალი

გიორგი ვაშაძე ციხეს 23 იანვარს დატოვებს

11:39; 19.01.2026
საზოგადოება

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

11:27; 19.01.2026
საზოგადოება

“უაღრესად განათლებული, კულტურული, კეთილშობილი” _ ჩოხატაურელ მასწავლებელს ემშვიდობებიან

11:11; 19.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და რთული მეტეოროლოგიური პირობები გზებზე _ გაფრთხილება მძღოლებს

10:54; 19.01.2026
საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს

10:08; 19.01.2026
ზაფრანი

დიეტა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10:01; 19.01.2026
ზაფრანი

ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშნები

9:59; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო