ხარკოვში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ეკლესია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის დამოუკიდებელი მედია Nexta, ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“დამპყრობლებმა ხარკოვში, ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.