მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ლიკა ბასილაიას, _ ამის შესახებ განცხადებას კოალიცია ავრცელებს.
22 ოქტომბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე “მედია რუსთაველზე” პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
დაკავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტები.
“ქართულ ოცნებას” თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედიის არსებობა ყველაზე მეტად აშინებს.
მედიაზე თავდასხმა გრძელდება. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ლიკა ბასილაიას და უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტებს!






























































