პარლამენტის დამოუკიდბელმა მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის შესახებ რამდენიმე შენიშვნა გააკეთა. დეპუტატის აზრით, საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია მედიკამენტები და მათი ფასები:
„საინტერესოა იგეგმება თუ არა და როდის იგეგმება, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს დაუწესდეს კონტროლი, პირველ რიგში, იმ კუთხით, თუ როგორ ადგენენ ისინი ფასებს და როგორ ცვლიან მათ, პრაქტიკულად, ყოველდღიურად. ალბათ, ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებას აქვს ყველაზე დიდი მოლოდინი პარლამენტისგან.
ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ფარმაცევტულ კომპანიებს და მედიკამენტების ფასებს, როგორ იქნება იქ გათვალისწინებული, უცხოეთიდან შემოტანილი უხარისხო მედიკამენტების საკითხი და სამწუხაროდ ფასიდან გამომდინარე საზოგადოება იძულებულია გამოიყენოს ეს უარგისი წამლები, რაც არის სერიოზული პრობლემა“.