პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა და მომხდარი ქართული მედიცინის გამარჯვებად შეაფასა .
“ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტი წევს, 19 ინფიცირებულია აქედან, დანარჩენები იმყოფებიან სატესტო რეჟიმში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში დღეს ეწერება ბინაზე. ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ის COVID-19 ის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა. 97%-ში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით, მაგრამ გადარჩა,”- განაცხადა ლევან რატიანმა.