რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამში დაწერა, რომ პუტინმა უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია მტკიცედ დაისახა მიზნად.
მისივე თქმით, ასეთი რთული ამოცანები ერთდროულად ვერ მიიღწევა და არ გადაწყდება მხოლოდ ბრძოლის ველზე.
“უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა უმთავრესი მიზანია. საბოლოოდ უნდა ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე” – წერს დიმიტრი მედვედევი.