ნატოს ქვეყნებისთვის უკრაინის თავზე რუსული დრონების ჩამოგდების ნებართვის მიცემა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს, _ ამის შესახებ განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, იუწყება APA.
„კიევისა და სხვა სულელების მიერ შემოთავაზებული პროვოკაციული იდეის განხორციელება უკრაინის თავზე „არასაფრენი ზონის“ შექმნის შესახებ და ნატოს ქვეყნების მიერ ჩვენი დრონების ჩამოგდების შესაძლებლობა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ომს ნატოსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა მედვედევმა.




























































